Sunday, December 20, 2015

დღე 9


დღეს  იყო  პროექტების  პრეზენტაციის  დღე.  თითოეულმა  მონაწილემ  წარმოადგინა  საკუთარი  პროექტი.  ყოველი  მონაწილის  პროექტი  იყო  განსხვავებული  და  საინტერესო.  განსაკუთრებით  მომეწონა  ქალბატონ მზია  ჩიტიშვილის  და  ლელა  ლომაძის  პროექტის  თემები  და  წარდგენილი  პრეზენტაციები. ყველას  ვუსურვებ ამ  პროექტების  წარმატებულად   განხორციელებას.  დიდი  მადლობა  ჩვენს  არაჩვეულებრივ  წამყვანს  ასეთი  საინტერესო  და  ნაყოფიერი  გაკვეთილებისთვის.

Thursday, December 17, 2015

დღე 7

დავასრულეთ  პროექტის  გეგმის  პროცედურების  შევსება.  განვიხილეთ    მოდული  6. დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისთვის.  განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლება  და  შევიტანეთ  ჩვენი  პროექტის  გეგმაში. 

Sunday, December 13, 2015


დღე 6

შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი(პრეზენტაცია სლაიდშოუებით)
გადავედით  მე 5  მოდულზე: მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება. ინტელის  სახელმძღვანელოდან  გადმოვწერეთ  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა.  შევამოწმეთ  შეესაბამება  თუ  არა  შერჩეული  მახასიათებლები  ჩვენს  მიზნებს. რუბრიკა  შევცვალეთ , განვაახლეთ   და  შევავსეთ  ჩვენს  მიერ  შექმნილი  სლაიდების  შესაფასებლად.

Saturday, December 12, 2015

დღე 5

განვიხილეთ  მოდული  3
გავეცანით  ინტერნეტში  და  ზოგადად  საავტორო  უფლებებს  და მის  დაცვას. სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ  და  შევინახეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  მარტივი  შაბლონი. youtube  - დან  ჩვენს  ბლოგზე  გადავიტანეთ  ჩვენი  პროექტისთვის  სასურველი  ვიდეო.
მოდული 4 დან  განვიხილეთ  აქტივობა  1 : მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასება.
powerpoint-ში  დავიწყეთ  მოსწავლისთვის  სანიმუშო  ნაშრომის  დამზადება.
ჩვენი  ბლოგისთვის  შევცვალეთ  სურათის  ფონი.