Sunday, December 20, 2015

დღე 9


დღეს  იყო  პროექტების  პრეზენტაციის  დღე.  თითოეულმა  მონაწილემ  წარმოადგინა  საკუთარი  პროექტი.  ყოველი  მონაწილის  პროექტი  იყო  განსხვავებული  და  საინტერესო.  განსაკუთრებით  მომეწონა  ქალბატონ მზია  ჩიტიშვილის  და  ლელა  ლომაძის  პროექტის  თემები  და  წარდგენილი  პრეზენტაციები. ყველას  ვუსურვებ ამ  პროექტების  წარმატებულად   განხორციელებას.  დიდი  მადლობა  ჩვენს  არაჩვეულებრივ  წამყვანს  ასეთი  საინტერესო  და  ნაყოფიერი  გაკვეთილებისთვის.

Thursday, December 17, 2015

დღე 7

დავასრულეთ  პროექტის  გეგმის  პროცედურების  შევსება.  განვიხილეთ    მოდული  6. დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისთვის.  განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლება  და  შევიტანეთ  ჩვენი  პროექტის  გეგმაში. 

Sunday, December 13, 2015


დღე 6

შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი(პრეზენტაცია სლაიდშოუებით)
გადავედით  მე 5  მოდულზე: მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება. ინტელის  სახელმძღვანელოდან  გადმოვწერეთ  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა.  შევამოწმეთ  შეესაბამება  თუ  არა  შერჩეული  მახასიათებლები  ჩვენს  მიზნებს. რუბრიკა  შევცვალეთ , განვაახლეთ   და  შევავსეთ  ჩვენს  მიერ  შექმნილი  სლაიდების  შესაფასებლად.

Saturday, December 12, 2015

დღე 5

განვიხილეთ  მოდული  3
გავეცანით  ინტერნეტში  და  ზოგადად  საავტორო  უფლებებს  და მის  დაცვას. სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ  და  შევინახეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  მარტივი  შაბლონი. youtube  - დან  ჩვენს  ბლოგზე  გადავიტანეთ  ჩვენი  პროექტისთვის  სასურველი  ვიდეო.
მოდული 4 დან  განვიხილეთ  აქტივობა  1 : მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასება.
powerpoint-ში  დავიწყეთ  მოსწავლისთვის  სანიმუშო  ნაშრომის  დამზადება.
ჩვენი  ბლოგისთვის  შევცვალეთ  სურათის  ფონი.

Thursday, December 10, 2015

დღე 4

გავეცანით  მოდული  2-ში  სასწავლო  პროექტის  დაგეგმას . შევადგინეთ  მიმართულების   მიმცემი  კითხვები ჩვენი  პროქტისთვის(  ზოგადი, თემატური  და  შინაარსობრივი) და შევქმენით შეფასების  დროის  ჩარჩო  მეთოდების  და  ინსტრუმენტების  გამოყენებით.

Sunday, December 6, 2015

დღე 3



დავასრულეთ  მშობლის ბუკლეტის დამზადება. ვფიქრობ  ძალიან ლამაზი და  საინტერესო  გამოვიდა, რადგან  გავაფორმე  შესაბამისი სურათებით  რომლებიც  გადმოვწერე   ინტერნეტიდან.

ეროვნულ სასწავლო  გეგმაში  პროექტის  იმ  მიზანს და  შედეგებს  (კლასების და  დონეების  მიხედვით) გავეცანით,  რომლებზეც უნდა  გავიდეთ  პროექტებით  სწავლისას.მოვძებნეთ  და    პროექტის  გეგმაში გადმოვაკოპირეთ  ის მიზანი  და   ის  განსაზღვრული  შედეგები  რომელზეც ჩვენ  გავალთ  კონკრეტულად  ამ   ჩვენი პროექტებით.
დავაარქივეთ   ჩვენი  ნამუშევარი  და  გადავგზავნეთ  ჩვენ  საკუთარ  ელექტრონულ ფოსტაზე.

Saturday, December 5, 2015

დღე 2

1. გავიმეორეთ წინა  ტრენინგზე  ნასწავლი მასალა.
2. სათითაოდ  წარვადგინეთ  და  განვიხილეთ  ჩვენი  პროექტის  თემები.
3. გავხსენით  ელ. ფოსტა .
4. შევქმენით  საკუთარი  ბლოგი, რომელსაც გამოვიყენებ ყოველი  ტრენინგის  ბოლოს  რეფლექსიის  დასაწერად.
5. დავიწყეთ  მზადება  მშობლის  ბუკლეტის  დასამზადებლად, რომელიც  მოიცავს მოკლე  ინფორმაციას  ჩვენი პროექტის  შესახებ  და მის  უპირატესობებზე.